პლანეტა ჯავახეთი,ნაწილი ორასმერაღაცე
აბულის მთაზე პირველად სულ შემთხვევით მოვხვდი. მომიტრიალდა და მოულოდნელად მითხრა,შაბათს აბულზე მივდივარ,თუ გინდა,წამოდიო. წარმოიდგინეთ,რომ ხართ შემთხვევით მოხვედრილ ქალაქში,შენს ოთახს არ აქვს აივანი,უფროსწორად აქვს,ოღონდ “სულიერების”. სახლიდან გამოსვლისას კი,ყოველ დილას ხედავ დიდ,პირქუშ მთას,რომელიც თითქოს გიყურებს და გეუბნება,მე ყველაფერი ვიცი,მე ყველაფერს ვხედავ. ხოდა,უცებ გეუბნებიან,წამოდი,აბული გაგაცნოო. რას იზამდით? აბა,რა! ჯავახეთში ყველაფერი მოულოდნელად ხდება,უცებ ხვდები ერთი აგილიდან მეორეში,ერთი სახლიდან მეორეში,უცებ აღმოაჩენ შენში დაფარულ ნიჭს,უცებ გატყდება თავს უკიდეგანო ემოცია და აღფრთოვანება,მოულოდნელად ხვდები უცნობ ადგილებზე,რომლებიც მხოლოდ ნეშენალ ჯეოგრაფიკის არხზე გინახავს და არც კი გეგონა,თუ თბილისიდან სამი საათის სავალზე ესეთი და ამდენი საოცრება იყო. მოულოდნელად გაძლევენ ზურგჩანთას და გეუბნებიან,აჰა,შენ რუკა და წადი,იარე,42 დღეში შევხვდებით. მერე იმ რუკასაც აღარ გაძლევენ და მწყემსებს ეკითხები გზას,სულ იმასავით,პატარა გოგომ რომ გაიღვიძა ფარავნის ტბასთან და უნდა წა...