Posts

Showing posts from August, 2011

დარდები.ნაწ.4

დედამიწა ბრუნავს სიყვარულის გარშემო,თუ სიყვარული დედამიწის? დარდი#24 გოგოლაძე გიო,22წლის (სულ ძალისძალად ჩაწრილი "ინტერვიუ") -რა გადარდებს?რახან დამთანხმდი,მოდი ბარემ გულახდილი საუბარი გვქონდეს. -არაფერი-მორცხვად დაიწყო გიომ-მოკვდება კაცი სიცილით,მაგრამ მე საქართველოს დღევანდელი ბედი მაშფოთებს.ჩემი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვოცნებობ. -მერედა რა სასაცილო დარდი ეგ არის?!პირველი ადამიანი ხარ,ვისაც პატრიოტული დარდი აწუხებს.სული რა არის? -სული?სული თავისუფალია.ეგარი.მეტი მე არ ვიცი. -სიზმრების გჯერა? -ეგ იცი როგორ არის?მელას რაც ელანდებოდა,ის ესიზმრებოდაოო. -რაფერ სიზმრებს ხედავ? -ოოო...შავ-თეთრს -სიყვარული უფრო მნიშვნელოვანი და ძლიერია,თუ სიცოცხლე? -თუ სიყვარული არ იქნა,სიცოცხლე გაჭირდება -რამდენხანს აპირებ რომ იცოცხლო? -ზუსტად 2083 წლამდე :))) -შენ როგორ ფიქრობ,სად არის ღმერთი? -ყველგან და ყველაფერშია ღმერთი! -ადამიანი რაღაა? -ადამიანი...ადამიანი არის მოაზროვნე ცხოველი,რომელიც მიისწრაფვის სრულყოფისაკენ. -ადამიანების გჯერა? -ზოგის.მაგრამ ...

დარდები.ნაწ.3

ჰო,აი დედმამიშვილური სიყვარული და ჩემი მეგობრები რომ არა,რავი... -აი,მეგობრებიო,ამბობ,ბოლომდე ენდობი შენს მეგობრებს? -კი,ბოლომდე,აი თვალდახუჭული! -დედამიწას რა ატრიალებს -აუ,ეგ მემგონი ომდღეს ჰკითხა ნანამ პანთეონას.აუუ,რა ატრიალებს,მითხარი რაა,ღერძი? -რავიცი ნიკა,ალბათ სიყვარული -ეეე,მაგარი პასუხია-გაუხარდა ნიკას-მეც უნდა ვკითხო ხვალ ბიჭებს -კაი აბა წავედი მე-წამოვკრიფე ჩემი ფურცლები -აუ სუ ეგაა,კიდე მკითხე რამე თუ გინდა-მოიღო მოწყალება ნიკამ :) 2004წ. დანარჩენიც ხვააალ.რა დაწერს ამდენს,2 რვეულია :D

დარდები.ნაწ.2

---მანჩო,21 წლის მანჩო,ანუ იგივე მანუჩარი -რაფერ სიზმრებს ხედავ? -ფერადს.არა,შავთეთრს,არაა,ფერადს.აუუ,რავი ე-საგონებელში ჩავარდა მანჩო-რამე ისეთი მკითხე რა,აი ტოტალიზატორის პონტში.ეგენი მერავიცი.და ვაფშე,წავედი რა,აბა მაგრად. -აუ მე მკითხე რა ეგენი-შემეხვეწა მანჩოს მეგობარი და ჩემი თანატუდიელი,მომავალი მსახიობი,ნიკა ჩაფიჩაძე ნიკა,17 წლის -ე.ი.უნდა მკითხო,მადარდებს თუარა რამე?-ვეღარ  ითმენს ნიკა -ჰო,მითხარი აბა -ვააფშე არაფერი-სკამის საზურგეს გადააწვა ნიკა,სკამი 2 ფეხზე შეაყენა და გულიანად შემომცინა -ეგ როგორ,არც ხვალინდელი დღე? -არც ეგ.ხვალ რა მელის,არ ვიცი,ასერომ თავისთავად ეგ პრობლემაც არ არსებობს,უფრო გადააწვა სკამს ნიკა' -სიცოცხლე რა არის,მაშ ეს მითხარი -სიამოვნებაა მაგარი.აი მაგრად მიყვარს ჩემი ყოველი დღე,ყოველი დილა,რომელიც თენდება. -სიყვარული რა არის? სიყვარული დიდი სისულელეა,სულ ნერვიულობ და დადიხარ და მოდიხარ,მერე ისევ მიდიხარ,ან ნახულობ,ან ვერა! აეე...მაგრა არ მევასება სიყვარული.არც ვყოფილვარ შეყვარებული და არც არასდროს შემიყვარდება კიდე რა. -არა,შენ...

ადამიანური ამბები ანუ დარდების შემგროვებელი

წინასიტყვაობის მაგიერ. ეს არაა 'წიგნი',გამზადებული გამოსაცემად,ან ფართო საზოგადოებისთვის.ეს არის ჩანაწერები,რომლებსაც მეგობრების წრეში ვიწერ,ჩემთვის ვაგროვებ და ჩოხელის გამიხარდასი არ იყოს,იქნებ სადმე ღმერთი შემხვდეს,წაიკითხოს ხალხის დარდები და ვარამი შეუმსუბუქოს. 2003 წელი რესპოდენტთა სტილი მთლიანად დაცულია ----- დარდი #1 სოფო,21 წლის -რა გადარდებს? -არ ვიცი,რა ჩამოგითვალო,ბევრი რამე -ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობხოლმე? -განსაკუთრებით ლატარეაზე,ეხლა ვთამაშობ სამსახურში და... -მეტი სადარდებელი არაფერი გაქვს,ნუთუ სიკვდილზე არ გიფიქრია? -ფიქრით კი მიფიქრია... -მერე,გეშინია? -ნწ. -შეყვარებული ყოფილხარ? -არაა,ჯერ არა -რისი გეშინია ყველაზე მეტად? -ერთი ღმერთის და მეორე გველის -რაფერ სიზმრებს ხედავ? -არ ვიცი,ალბათ ფერადს,არ დავკვირვებივარ -შენი აზრით სიზმარი რა არის? -ღამით,როცა ვწვები,ძილის წინ რაზეც ვფიქრობ,იმას ვნახულობ,აი ეგაა სიზმარი -ყველაზე დიდ ბედნიერებად რას ჩათვლიდი? -ცოცხალი და ჯანმრთელი რომ ვარ და ყველა,ვინც მიყვარს კარგადაა -მადლობა. 2003წ. დ...