დარდები.ნაწ.2
---მანჩო,21 წლის
მანჩო,ანუ იგივე მანუჩარი
-რაფერ სიზმრებს ხედავ?
-ფერადს.არა,შავთეთრს,არაა,ფერადს.აუუ,რავი ე-საგონებელში ჩავარდა მანჩო-რამე ისეთი მკითხე რა,აი ტოტალიზატორის პონტში.ეგენი მერავიცი.და ვაფშე,წავედი რა,აბა მაგრად.
-აუ მე მკითხე რა ეგენი-შემეხვეწა მანჩოს მეგობარი და ჩემი თანატუდიელი,მომავალი მსახიობი,ნიკა ჩაფიჩაძე
ნიკა,17 წლის
-ე.ი.უნდა მკითხო,მადარდებს თუარა რამე?-ვეღარ ითმენს ნიკა
-ჰო,მითხარი აბა
-ვააფშე არაფერი-სკამის საზურგეს გადააწვა ნიკა,სკამი 2 ფეხზე შეაყენა და გულიანად შემომცინა
-ეგ როგორ,არც ხვალინდელი დღე?
-არც ეგ.ხვალ რა მელის,არ ვიცი,ასერომ თავისთავად ეგ პრობლემაც არ არსებობს,უფრო გადააწვა სკამს ნიკა'
-სიცოცხლე რა არის,მაშ ეს მითხარი
-სიამოვნებაა მაგარი.აი მაგრად მიყვარს ჩემი ყოველი დღე,ყოველი დილა,რომელიც თენდება.
-სიყვარული რა არის?
სიყვარული დიდი სისულელეა,სულ ნერვიულობ და დადიხარ და მოდიხარ,მერე ისევ მიდიხარ,ან ნახულობ,ან ვერა! აეე...მაგრა არ მევასება სიყვარული.არც ვყოფილვარ შეყვარებული და არც არასდროს შემიყვარდება კიდე რა.
-არა,შენ ვერ გამიგე კაცო,საერთოდ,სიყვარულზე რას ფიქრობთქო,კონკრეტულად გოგო-ბიჭს არ ვგულისხმობ
-აააა..მაშინ ხო-ქუდი უფრო მაგრად ჩამოიფხატა და ამოიქსუტუნა-ისე,დედმამიშვილური
Comments
Post a Comment